|
2020-08-27 16:14:42, 3910 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელ ხიდს მოაწყობს
დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს და დადიანის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთთან ხიდით დააკავშირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT) პრეზენტაციაზე განაცხადა. „ორი ძირითადი გეგმა გვაქვს - ქუჩების რეაბილიტაცია და საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები. წელს სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, თუმცა პანდემიისა და შემცირებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, დროებით გადაიდო. ესენია: ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირები. დახაზვების გეგმა პრაქტიკულად მთელ დერეფანშია გათვალისწინებული. ასევე, ზუსტად ვიცით, როდესაც 18-მეტრიანი ავტობუსები ჩამოვა, რა ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რომ მათ გადაადგილებისთვის საფრთხე არ შეექმნათ. გვაქვს პროექტი, რომელიც სულ მალე განხორცილდება. საფინანსო ინსტიტუტების, აზიის განვითარების ბანკის იმედი გვაქვს, რომ პროექტირებაში დაგვეხმარებიან. ეს არის დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ახალი ხიდი, რაც თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელია. დადიანი-თამარ მეფის ხიდი ამ ორ მიმართულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. მაია ბითაძემ დედაქალაქის მერს, ასევე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, ექსპერტებსა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების პროცესებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. „გეგმა, რომელმაც ამ ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს, მყარია, კარგად დათვლილი და მომზადებული. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, რომელიც პირადად არის ჩართული პროცესებში. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ექსპერტს და დიდი მადლობა თქვენ, თბილისელებს. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჯანსაღი და კომფორტული ქალაქი გვქონდეს, სადაც გამონაბოლქვის და ხმაურის პრობლემა არ გვექნება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)