01:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 20:56:18, 2005 ნახვა

საზოგადოება
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას   140  დევნილ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს.  მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოში საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე ქვეყნდება: https://idp.gov.ge/statement-6/

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში, (ი. აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, 26 აგვისტოს გაიმართება.   

 წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას, დამატებით, 420 ოჯახს გადავცემთ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics