00:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 11:37:37, 18868 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ მე-19 პაციენტს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა - ის მკურნალობას სახლში გადიოდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა.

მისივე თქმით, მოტეხილობამ ემბოლეა გამოიწვია, რის შემდეგაც პაციენტი გარდაიცვალა.

„გარდაცვლილ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ჰქონდა საკმაოდ მძიმე ფსიქო-ემოციური ფონი. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და რომელიც იყო ასევე კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ მე მქონდა პაციენტის დასთან კომუნიკაცია. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი. მათი დაავადება მიმდინარეობდა თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლეა, რომელიც მოტეხილობამ გამოიწვია და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო. ამ პაციენტის პირველწყარო უკავშირდება ლენჯერს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics