04:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 12:25:35, 2337 ნახვა

მსოფლიო
თვითმფრინავი, რომლითაც ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, ბერლინის აეროპორტში დაეშვა

სამედიცინო თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, ბერლინის აეროპორტში დაეშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნავალნის, ქალაქის ცენტრთან ახლოს, Charité-ის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

შეგახსნებთ, რომ თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის გადაყვანის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დათანხმდნენ.

ნავალნი ხუთშაბათს დილით ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავში მან თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი დაუყონებლივ ომსკში დაეშვა.

ნავალნიის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ის მოწამლეს. ომსკის ექიმებმა  განაცხადეს, რომ ვერ იპოვნეს ნივთიერება, რომელსაც მისი მოწამვლა შეეძლო. მათივე თქმით, ოპოზიციონერის ძირითადი დიაგნოზი მეტაბოლური დარღვევები იყო, თუმცა რამ  გამოიწვია ეს დარღვევა, უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics