|
2020-08-22 11:56:01, 5792 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ხაზარაძის წერილზე - ამ სასაცილო ისტორიაში ჩემი ვალდებულება გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო და მე ეს შევასრულე
ამ სასაცილო ისტორიაში ჩემი ვალდებულება იყო გამოძიებასთან თანამშრომლობა და მე ეს შევასრულე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას. „ „არტარეას“ უყურებთ? უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა „არტარეას“. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი იყო, რომ მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შესრულონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა. დასკვნის თანახმად, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)