02:56 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 11:06:00, 1649 ნახვა

საზოგადოება
მონადირეებს მოსაკრებლის ქვითრის დედნის წარდგენა აღარ მოუწევთ

მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან, ძალაში შედის ბრძანება, რომლის თანახმად, მონადირეებს, ნადირობის დროს, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის მატერიალური სახით წარდგენა აღარ მოუწევთ. 

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ms.emoe.gov.ge) შეიქმნა და დაინერგა ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი - 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის გადახდის თაობაზე“, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს საშუალებას მისცემს,  ელექტრონულ სისტემაში გადაამოწმოს მოსაკრებლის გადახდის ფაქტი.

„ვინაიდან  მოსაკრებლის გადახდა ხაზინაში შესაძლებელია აისახოს არამყისიერად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში  ნადირობის შემთხვევაში, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ხოლო შემდგომში ამის ვალდებულება მას არ ექნება.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics