07:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 13:02:39, 1003 ნახვა

სამართალი
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მისი შვილის საქმის გაყალბება ქვემო ქართლის პოლიციიდან დაიწყო

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, „სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილის საქმის გაყალბება ქვემო ქართლის პოლიციიდან დაიწყო, როდესაც ლადო ბაჭულაშვილმა მას ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ მისი შვილი მაგარ შარში იყო.

„საქმის გაყალბება პოლიციიდან დაიწყო. ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილსა და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარებას, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ ხუთი დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე, კომპიტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა,  წაშალეს მონაცემები კომპიტერიდან, ტელეფონიდან. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ბაჭულაშვილმა ე.წ. ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics