14:56 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 15:28:20, 1024 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკომ შსს-ს თანამშრომლები „უნაკლო მსახურებისთვის“ დააჯილდოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა შსს-ს 300-ზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა.

„უნაკლო მსახურებისთვის“ პრეზიდენტმა სამმართალდამცავებს I, II და III ხარისხის მედლები გადასცა.

ექსპერტები თქმით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების წახალისებით, ბელარუსის პრეზიდენტი ქვეყანაში გავლენების შენარჩუნებას ცდილობს.

საერთაშორისო საზოგადოება ბელარუსის ლიდერს არჩევნების ხელმეორედ ჩატარებისკენ მოუწოდებს.

გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიას შემუშავებული აქვს გარკვეული სახით სანქციები, რომლებიც ბელარუსის პირველ პირებს შეეხება.

„ევროკავშირის ფარგლებში გერმანია გარკვეულწილად უკვე შეთანხმდა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე. რას მოიცავს სანქციები, ამას სიტუაცია გვიჩვენებს, ამ დროისთვის კი ის ბელარუსის ოფიციალურ პირებს შეეხება, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში არიან ბრალდებული“, - განაცხადა გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა შტეფან ზიბერტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics