|
2020-08-18 12:15:00, 965 ნახვა
საზოგადოება
„სითი მოლი“ აფეთქებას გადაურჩა - შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში, გაზქურის 8 სანთურა ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული
საბურთალოზე მდებარე „სითი მოლი“ აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის 8 სანთურა ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. „თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე დროულად მისული თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. ეს ნიშნავს რომ სითი მოლი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. გვინდა გაცნობოთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიდი რაოდენობით გაზის დაგროვებისა თუ გაჟონვის 48 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 48-ე შემთხვევაში ძლიერიაფეთქების დიდი რისკი იყო. თუმცა ჩვენი თანამშრომლების დროული მოქმედებებისა და რიგ შემთხვევებში მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შედეგად უბედური შემთხვევების თავიდან აცილება მოხერხდა. ბოლო სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალგზის გაფრთხილებისა და სხვადასხვა მედია საშუალებებით აქტიური სოციალური კამპანიისა ადამიანები უგულვებელყოფენ საფრთხეებს , თვითნებურად გაჰყავთ და აერთებენ გაზის დანადგარებს, კუსტარულად გაჰყავთ გაზგაყვანილობა და უყურადღებოდ ტოვებენ გაზის ხელსაწყოებს. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და გავაფრთხილოთ ჩვენი მოსახლეობა - გთხოვთ, იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა. თქვენი არასწორე ქმედების შედაგდ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრებს და მეზობლებს საფრთხეს უქმნით. . ნუ იქცევით უნებლიე მკვლელებად. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფ ადამიანებს. როგორ სწრაფად და პროფესიონალურადაც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენ და ჩვენი სპეციალისტები საბოლოო ყველაფერი ისევ თქვენზეა დამოკიდებული. უყურადღებოდ დატოვებული ხელსაწყოები ხშირად გამხდარა უბედურების მიზეზი და ამის ბევრი მაგალითი არსებობს“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)