04:09 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 17:14:29, 1133 ნახვა

საზოგადოება
ანას ბაღის დამცველი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ანას ბაღის დამცველი აქტივისტი, გიორგი ფხალაძე შსს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც გიორგი ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე აღრულია სსკ-ის 117-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე.

ამასთანავე, აქტივისტი „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გამოკითხვაზე მისი დაბარება იმ სასამართლო დავას უკავშირდება, რომელიც ვარკეთილის მცხოვრებლებს, ანას ბაღის ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის წინააღმდეგ აქვთ დაწყებული.

„დღეს 18 საათზე დაბარებული ვარ სამმართველოში გამოკითხვაზე. საქმე აღძრულია სსკ-ის 177 მუხლით ქურდობის ფაქტზე. კალაძემ საქმე შეთითხნა და ავრცელებენ ამ ვიდეოს თითქოს, მე ვიპარავ რამეს. აღნიშნულ ვიდეოზე არ ვარ მე და ვერაფრით ვიქნები, რადგან ამ დროს არ ვიმყოფებოდი თბილისში. უფრო მეტიც აღმოსავლეთ საქართველოშიც კი არ ვიმყოფებოდი", - წერს გიორგი ფხალაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics