|
2020-08-14 15:34:03, 864 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ საგარეჯოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს, კახეთში, საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში თქვენთან ერთად ვიმყოფები, მხარეში, სადაც იციან სიტყვისა და საქმის ფასი, მხარეში, რომელიც სავსეა ისტორიით, ტრადიციებით, კულტურით, ბარაქიანი მიწით და თავისუფლებისმოყვარე ხალხით. კახეთი საუკუნეების განმავლობაში უამრავი შემოსევის, უამრავი დამპყრობელის მნახველია, დამპყრობლების, რომლებიც ცდილობდნენ, კახელი ადამიანისთვის წაერთმიათ ყველაზე ძვირფასი, თავისუფლება, სარწმუნოება და ის, რაც ამ ორ ღირებულებას ერთმანეთთან აერთიანებს - ქართული ვაზი. თუმცა, უამრავი მცდელობის მიუხედავად, ქართველი, კახელი ადამიანი ისევ ამუშავებდა მიწას, ისევ ადიდებდა უფალს და მსოფლიო დონის კულტურას ქმნიდა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, ამ მხარეს ვერავინ, ვერასდროს ვერაფერს დააკლებს. აქ მცხოვრები ადამიანები ყოველთვის დაიცავენ წინაპრებისგან დატოვებულ სიწმინდეებსა და ღირებულებებს. დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზი, მგონი ყველამ ძალიან კარგად იცის. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რო მელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კალაძემ.
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)