18:58 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 16:31:35, 1144 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი" დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული.

ახალ სასტუმროში, რომელმაც ვიზიტორების მიღება ივლისიდან დაიწყო, მთავრობის მეთაური თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, „ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძესა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სასტუმროს მფლობელმა ლევან თორაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციისა და არსებული სერვისების შესახებ.

„აწარმოე საქართველოში" პროგრამის სასტუმროს კომპონენტით მხარდაჭერა ამ დრომდე 19-მა სასტუმრომ მიიღო, ჯამურმა ინვესტიციამ 56 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ადამიანი შეადგინა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "აწარმოე საქართველოში" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, რომლის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში 992 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცა. დაფინანსდა ჯამში 112 პროექტი, აქედან 19 სასტუმროა.

2012 წლიდან დღემდე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა 1105 სასტუმრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics