07:55 - 06 Jun, 2026
|
2015-01-28 13:34:06, 2119 ნახვა
მსოფლიო
ირლანდიამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
ირლანდიის პარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ქვედა პალატამ (Dáil Éireann) ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამავე სხდომაზე რატიფიცირებულ იქნა ასოცირების შეთანხმებები უკრაინასა და მოლდოვასთან. ირლანდია მე-12 ქვეყანაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია უკვე განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)