|
2020-08-06 11:55:26, 17006 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო უცნობია
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო კი, უცნობია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, 7 იმპორტირებული შემთხვევიდან, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. „დაგვემატა 9 დადასტურებული შემთხვევა და ახლა 1206 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტი 81. 8 % გახლავთ, ხოლო კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევებით 240 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია-7 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტებისა და წყაროს დადგენის კვლევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)