|
2020-08-05 14:19:57, 3040 ნახვა
მსოფლიო
ბეირუთში მომხდარი აფეთქება რუსი ბიზნესმენის გემით ბათუმიდან მიმავალ ტვირთს უკავშირდება
ლიბანის ქალაქ ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, გუშინ, 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 4000 კი, დაშავდა. აფეთქებამ გაანადგურა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები. საწყობში ინახებოდა ამინიუმის ნიტრატი ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმი ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში შენახვა მიუღებელია. ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევა სახელდება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მიზეზად, 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მოლდოვის დროშით მცურავ გემს მიჰქონდა. ლიბანური მედიის ცნობით, გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა, რის შემდეგაც, ლიბანის საბაჟო სამსახურმა მოახდინა ტვირთის კონფესკაცია და გადაიტანა ის საცავში. როგორც პორტის მმართველმა აღნიშნა, საწყობზე წვდომა არავის ჰქონდა, თუმცა ბოლოს ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოავლინა, რომ საცავში შეღწევა, კედელში არსებული ხვრელიდან შესაძლებელი იყო. ამასთანავე, უცხოური მედიის ცნობით, გემი Rhosus-ი რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კი, კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშნიკს ეკუთვნოდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)