19:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 09:43:37, 436 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ჩეხეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას არჩილ ყარაულაშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქტიური მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული აქტივობების ეფექტიან იმპლემენტაციაზე. ამ მხრივ სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ცოტა ხნის წინ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მნიშვნელობას.

ამასთან, შეხვედრაზე  არჩილ ყარაულაშვილმა ჩეხეთის მხარეს  საქართველოში და ზოგადად რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა გააცნო. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ წარმოებულ მზარდ ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში პესიმისტური განწყობების დანერგვას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დევიდ კადნერმა მადლიერება გამოხატა აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისა და საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics