|
2020-08-04 11:42:24, 3271 ნახვა
რეგიონი
სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 1300 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 717 000 ლარი შეადგინა. ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის დაგება 2019 წელს დაიწყო. მომავალ წელს კი რეაბილიტაციის მე-3, დასკვნითი ეტაპი განხორციელდება, რის შემდეგაც,აღნიშნულ მონაკვეთზე, მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, კომფორტული ბეტონის გზით ისარგებლებს. „სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მოხარული ვარ, რომ უკვე მოსახლეობას კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის ბეტონის გზაზე გადაადგილება უწევს. ამ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გზის მოწესრიგება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 448 796 ლარია გამოყოფილი”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)