19:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 18:52:51, 464 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი   ლიტველ კოლეგას,  ლინას ლინკევიჩიუსს 
შეხვდა,  რომელიც საქართველოს საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.
შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და  მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 
ამავე დროს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მზადყოფნა, კვლავ გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალზედ აფასებს მეგობარი ქვეყნის ძალისხმევას როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების პროცესში საექსპერტო-ტექნიკურ დახმარებას სხვადასხვა აქტუალურ სფეროში.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მომავალი მაღალი დონის ვიზიტების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ვილნიუსში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა არის კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ შეფასდეს ამ მიმართულებით არსებული პროგრესი და გამოიკვეთოს თანამშრომლობის აქტუალური სფეროები.
ვიზიტის ფარგლებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics