2020-08-01 15:38:18, 2832 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩენის
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩენის, - ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 4 ბალიანი შტორმის დროს 21 ადამიანი გადაარჩინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გადარჩენილებიდან 88 არასრულწლოვანი იყო.
„მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან