03:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 13:30:08, 4318 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე Bellingcat-ის კვლევაზე - პანდემიის დროს ხელისუფლებამ ისარგებლა მის მიმართ სოლიდარობით და მარტივად მოიპარა ჩვენი ფული

„პანდემიის დროს ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ მის მიმართ სოლიდარობის განცდა იყო და უბრალოდ და მარტივად მოიპარა ჩვენი ყველას ფული“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში ახალ შექმნილი კომპანიებისთვის რამდენიმე მილიონი ლარი იქნა გადარიცხული, მათ შორის გამარტივებული წესითაც.

„პანდემიის დროს ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ მის მიმართ სოლიდარობის განცდა იყო და უბრალოდ და მარტივად მოიპარა ჩვენი ყველას ფული. რამდენიმე მილიონი ლარი იქნა გადარიცხული, მათ შორის გამარტივებული წესით, ახალ შექმნილი კომპანიებისთვის და ეს არის ის კომპანიების, რომელთა დამფუძნებლებიც, დირექტორებიც არიან „ქართული ოცნების“ აქტიური შემომწირველები“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ბრიტანულმა საგამოძიებო ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია პანდემიის პერიოში საქართველოში კორუფციული სახელმწიფო შესყიდვებზე. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics