|
2020-07-30 16:35:11, 3411 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - ოქტომბერში ჩვენი ამოცანა იქნება იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი რურუას სახელმწიფო სისტემა ებრძვის. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „ეს არის სახელმწიფო სისტემა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია უკანონო დაკვეთის აღსრულებაში და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სამსახურში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არამხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)