17:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 17:57:56, 3613 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარების გადანაწილების ორი სქემა შესთავაზა

„ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარების გადანაწილების ორ სქემას სთავაზობს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთ-ერთი შეთავაზების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი კანდიდატები უნდა დაეყენებინა ყველა დიდ ქალაქში, ხოლო დანარჩენ ოლქებში მხარი სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისთვის დაეჭირა.

„ჩვენ ვთავაზობდით და ვთავაზობთ ახლაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ორ ვარიანტს. ერთი არის ფართო ვარიანტი, როდესაც ვთანხმდებით, რომ ჩვენ, ყველანი თბილისის შეთანხმების მონაწილეები ვართ. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს კანდიდატს, რომელსაც ყველა თბილისის შეთანხმების პარტია უჭერს მხარს ყველა დიდ ქალაქში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ფართო შეთანხმება არის უკეთესი. თუ ეს შეთანხმევა ვერ შედგება რაიმე მიზეზით, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მათ ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებას ჩვენს შორის, უფრო მარტივს, რომლის მიხედვითაც ყველა დიდ ქალაქში ჩვენ ვუთმობდით მათ კანდიდატს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics