2020-07-28 17:31:09, 3451 ნახვა
კომენტარი
რამიშვილი - დიპლომატიური კორპუსი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გვიწევს ე.წ დემოკრატიულ ქვეყანაში მუშაობა
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული ზეწოლისა და დაშინებაზე დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უწევთ ე.წ დემოკრატიულ სახელმწიფოში მუშაობა.
„იქნება იმის იმედი, როდესაც ვთქვათ გამოტქვამენ სურვილს სხვა ქვეყნის ელჩები და გვექნება შეხვედრა და დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ გვიწევს ე.წ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რის ფონზე გვიწევს შრომა“, - განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ ინფორმაციით, მარიამ ჯიშკარიანზე, მიხეილ რამიშვილსა და გალინა კარმუშინაზე და მარიამ ჯიკარიანზე მუქარა და ზეწოლა მიმდინარეობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან