15:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 18:24:32, 2667 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

მისი თქმით, ბრალდებულების მხრიდან კვლავ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით ძალაში დატოვა პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ საფუძვლებსა და არგუმენტებს, ეს იყო ის, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და უშუალოდ იმ ქმედებიდან გამომდინარე, რომელიც ბრალად აქვთ წარდგენილი კონკრეტულ ბრალდებულებს, იყო სხვა უამრავი მტკიცებულება თუ გარემოება, რომლებიც იძლეოდნენ ამის საფუძველს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics