2020-07-27 17:51:14, 2774 ნახვა
კომენტარი
პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ის, რომ თამარ ბაჩალიაშვილი „შარში იყო“, მე არ მითქვამს
ის, რომ თამარ ბაჩალიაშვილი „შარში იყო“, ჩემგან არ თქმულა, - ამის შესახებ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლადო ბაჭულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას თამარის კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია.
„ის, რომ „შარშია“ ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა კომპიუტერთან შეხება არ მქონია. ოჯახმაც იცოდა, რომ დღესა და ღამეს ვათენებდი იმისთვის, რომ მეპოვა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან შეხება. შეიძლება დილით სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ საღამოს არა. ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც. ჩემი სახელი და გვარი პირველივე დღეს ვუთხარი, ასევე საკონტაქტო ტელეფონი“, - განაცხადა ბაჭულაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან