17:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 11:29:44, 2682 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“. პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან  – „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და სტრატეგია აღმაშენებლის ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანების მიზანია, რომ დაამარცხოს უმუშევრობა და სიღარიბე.

„ამ გაერთიანების შესახებ 30 ივლისს გესაუბრებით, სადაც წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. არჩევანი მარტივია, აღმშენებლობა, თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია, ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics