|
2020-07-24 18:27:20, 6441 ნახვა
მსოფლიო
Eurasianet - ვაშინგტონის ზეწოლის შემდეგ, საქართველომ აშშ-ს ენერგეტიკულ კომპანიასთან მიმართებაში კურსი შეცვალა
Eurasianet-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონის ზეწოლის შემდეგ, საქართველომ აშშ-ს ენერგეტიკულ კომპანიასთან მიმართებაში კურსი შეცვალა. სტატიაში საუბარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა „Frontera Resources“-სთან კონტრაქტს აღარ შეაჩერებს. „აპრილიდან საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ხელშეკრულება კომპანია „Frontera Resources“–თან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმასთან. ფრონტერას საქართველოში დამცველები ცოტა ჰყავს. იგი ფართო მასშტაბით პოლიტიკურ სპექტრში განიხილება როგორც არასანდო და არაკეთილსინდისიერი. კონტრაქტის დარღვევის გარდა, კომპანიას მრავალი თვის განმავლობაში თანამშრომელბს ხელფასს არ უხდიდა. ივლისის დასაწყისში, ფრონტას თანამშრომელმა თავი მოიკლა, რადგან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მას ანაზღაურებას არ აძლევდნენ. მაგრამ ფრონტერამ მოახერხა აშშ-ს კონგრესში რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერის მოპოვება. კონგრესის წევრებმა განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ფრონტერას წინააღმდეგ საქმე კრემლის გავლენის შედეგად დაიწყო. 9 ივლისს, კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 პროცენტით შეამცირებს აშშ-ს დახმარების პაკეტს საქართველოსთვის, თუ თბილისი ვერ შეასრულებდა რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვას, რადგან მათ შეუფერხებლად შეძლონ მუშაობა. საქართველოს მთავრობა მგძნობიარეა იმ საკითხის მიმართ, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს“, - ვკითხულობთ სტატიაში. დაბოლოს, გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის ზეწოლის შემდეგ, საქართველომ აშშ-ს ენერგეტიკულ კომპანიასთან მიმართებაში კურსი შეცვალა. შეგახსნებთ, რომ გუშინ ეკონომიკის სმაინისტრომ განაცხადა, რომ „Frontera Resources“–თან ხელშეკრულებას აღარ შეაჩერებდა. დღეს კი „Frontera Resources“–მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ „ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, მათთან კონტრაქტი არ გააქუმოს“. კომპანიამ საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)