2020-07-24 12:26:59, 3848 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ამომრჩევლებმა შიშის გარეშე შეძლონ საკუთარი ხმის დაფიქსირება
მნიშვნელოვანია, ოქტომბერში თითოეულმა ამომრჩეველმა შიშის გარეშე დააფიქსიროს საკუთარი ხმა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ მიესალმება საქართველოში ახალი საარჩევნო რეფორმის მიღებას.
„ჩვენ მოხარულები ვართ და მივესალმებით საარჩევნო რეფორმის მიღებას, რაც შექმნის უკეთეს პირობებს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის. ახლა მისი სრულყოფილი და დეტალური შესრულების ჯერია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა აღსრულდეს ზედმიწევნით იმისათვის, რომ ოქტომბერში თითოეულ ამომრჩეველს მიეცეს უფლება შიშის გარეშე დააფიქსიროს საკუთარი ხმა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან