17:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 12:14:27, 3577 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მადლიერები ვართ, რომ აშშ-ის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ

ჩვენ მადლიერები ვართ, რომ აშშ-ის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცების საკითხს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტში მხარდაჭერილია ის პროგრესი, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ წლების მანძილზე მიაღწია.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული. ასევე, მხარდაჭერილია ის პროგრესი, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდჭერით ჩვენ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად მივაღწიეთ ამ წლების მანძილზე. მოგეხსენებათ, იყო არაერთი კრიტიკული მოსაზრება, ოპოზიციის მხრიდან იყო სპეკულაციებიც. დღეს უკვე მიღებულ დოკუმენტში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ იქ მხარდაჭერა არის გამოხატული ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. რასაკვირველია, საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაგრძელებას, აგრძელებს პროგრესის კიდევ უფრო კონსოლიდაციას ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ამერიკის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics