14:11 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 19:08:32, 2689 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა - პოლიცია უმოქმედოდ იყო, თამუნას მანქანა სადაც აღმოაჩინეს, იქ არც მიუვალი და არც გადამალული ადგილი იყო

„პოლიცია უმოქმედოდ იყო, თამუნას მანქანა სადაც აღმოაჩინეს, იქ არც მიუვალი ადგილი და არც გადამალული ადგილი იყო, რომ გოგონა ვერ გვეპოვნა“ , - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ  თამარ ბაჩალიაშვილი თავს არ მოიკლავდა და ძალიან ბევრი კითხვები აქვთ გამოძიებასთან

„თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი ისეთი კითხვებია, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით მუშაობას, ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით მაგ გზაზე. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა, რომელიც არის გაშლილ, ტრიალ მინდორზე და იწყება მერე ტყე. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს, ეს არის კვირა დღე. ვკითხეთ, შემთხვევით რამე ხომ არ გინახავთ, ვეძებთ გოგონას. მწყემსებმა ხელები გაასავსავეს. არ იყო მიუვალ ადგილას, არ იყო გადამალულ ადგილას, რომ მანქანის დაფიქსირება ვერ მოხერხებულიყო“ ,  - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics