06:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 12:02:23, 3510 ნახვა

კომენტარი
პრემიერმა შსს-ს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა

პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა.

„რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ასევე საგამოძიებო სტრუქტურებს, იყვნენ პროაქტიური მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, იმისათვის, რომ ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ დარჩეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ჩვენი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური, სწრაფი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics