18:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 18:49:53, 343 ნახვა

პოლიტიკა
"საქართველოსა და ნორვეგიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა, რომ დღეს ხელი მოეწერა  შეთანხმებას "საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“, რომელიც  ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას.
ყურადღება გამახვილდა  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის  პოტენციალზე.  საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ნორვეგია წარმოადგენს საქართველოს მხარდამჭერ ქვეყანას და ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ასევე აღინიშნა, განვითარების თანამშრომლობის კუთხით,  ნორვეგიის მთავრობის მიერ დააფინანსებული პროექტების მნიშვნელობა.
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მანვე ხაზი გაუსვა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბორდე ბრენდე დღეს საოკუპაციო ხაზს სტუმრობდა და სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების გაბმის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics