14:12 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 10:45:22, 1614 ნახვა

საზოგადოება
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას

„დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას“, - ამის შესახებ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის არასაპროექტო გრანტის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით შეძენილი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გააძლიერებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს.

„დღეს, ხელი მოვაწერეთ ნოტებს, რათა საქართველოს გადავცეთ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რომლის ღირებულებაა 300 მილიონი იაპონური იენი, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარი. რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პირობების მიუხედავად, დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას. ასე რომ, მოხარული ვარ, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წარმატების ისტორია დაეხმარება საქართველოს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში. იაპონიის მხარდაჭერა არ არის ერთჯერადი ხასიათის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მედეგობას. ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში 180-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. იაპონია კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, რათა არც ერთი ადამიანი არ დარჩეს საბაზისო საჭიროებების მიღმა, ხოლო საქართველომ მიაღწიოს მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. იაპონელი ხალხის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ეს სამედიცინო ტექნიკა იაპონელი ხალხისგან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის ნიშნად“, - აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics