18:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 18:43:31, 600 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო რუსულენოვან სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორაციას ეხმაურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს მე-7 კლასის გეოგრაფიის რუსულენოვან სახელმძღვანელოებში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელწიფოებადაა მოხსენიებული.
სამინისტრო მსგავსი ლიტერატურის საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშვებას  კატეგორიულად გამორიცხავს. 
"საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლობენ მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით, რომელშიც მსგავსი  შინაარსის ინფორმაცია არსად  არის დაფიქსირებული. სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ის სასწავლო პროცესისთვის არის განკუთვნული. 
სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს ერთ-ერთ კერძო სკოლაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო,  მათ შორის რუსული სექტორის სკოლები გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ თუმცა, აღნიშნული კერძო სკოლის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, დამატებითი გამოიწერა გეოგრაფიის ატლასი, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდგ, მასში დააფიქსირა ცდომილებები და მიიღო გადაწყვეტილება არ გამოეყენებინა სასწავლო პროცესში.  
სამინისტროს ხაზგასმით განმარტავს, რომ კერძო სკოლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელბეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, მსგავსი მასალის სასწავლო პროცესში ჩაშვების შემთხვევაში, ამ სამსახურების მიერ  აუცილებლად იქნება შემოწმებული, გამოვლენილი და სკოლას შესაბამისი სანქციები დაეკისრება",-ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics