|
2020-07-22 21:10:06, 2182 ნახვა
საზოგადოება
გიორგი თაბაგარი - ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს, კვერცხები და გუდრონი დაგვახვედრეს
„ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს, კვერცხები და გუდრონი დაგვახვედრეს“ , - ამის შესახებ თბილისი პრაიდის წევრმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი თვეა ოფისს პოლიცია იცავს, თუმცა თავდასხმები არ წყდება. „ქვეყანა თავზე გვემხობა და ამის დრო არ არის ალბათ, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს. გუშინ დილით კვერცხები დაგვხვდა შესასვლელთან. დღეს უკვე წარსულში გატესტილი მეთოდი გამოიყენეს და გუდრონი შეასხეს ისევ შენობას. პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა. ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება!“ , - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)