|
2020-07-22 17:42:40, 2107 ნახვა
საზოგადოება
ვაზისუბანში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება
ვაზისუბანში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და ის 250-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა და მათ პროექტის დეტალები გააცნო. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც აშოტ კურაპალატის ქუჩაზე რამდენიმე თვეში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. „მიუხედავად იმისა, რომ ისნის რაიონში საკმაოდ ბევრი საბავშვო ბაღი გვაქვს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა მაინც ძალიან დიდია. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ბაღების მშენებლობასთან. სწორედ ამიტომ, ახალი ბაღების მშენებლობის პროცესს აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 235 867 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)