|
2020-07-22 14:09:51, 4590 ნახვა
კომენტარი
ოთო კახიძე თამარ ბაჩალეიშვილის საქმეზე - ბიძინას ზებრა ან პინგვინი რომ დაკარგულიყო, იმავე დღეს გადაატრიალებდნენ ყველაფერს
არც უძებნიათ გარდაცვლილი ადამიანი, სანამ ოჯახმა გზა არ გადაკეტა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს. როგორც კახიძე სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზეზი შს სამინისტროს ანგარიშვალდებულებაა, არა საზოგადოების, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. „23 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი ჯერ არ ვიცით, მაგრამ... 5 დღის მანძილზე, ამდენი საგზაო, მუნიციპალური, კომერციული და სატელიტური კამერით აღჭურვილმა პოლიციამ ვერ იპოვა - არა რაიმე პატარა ნივთი, ან ტელეფონი, ან ჩანთა, ან ძაღლი... მანქანა ვერ იპოვეს, 5 დღე. ანუ არც უძებნიათ დაკარგული ადამიანი, სანამ ოჯახმა გზა არ გადაკეტა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყნის შს სამინისტრო, ბიძინას დაცვის უფროსით სათავეში, საზოგადოების ნაცვლად, ანგარიშვალდებულია ივანიშვილის წინაშე. ბიძინას ზებრა ან პინგვინი რომ დაკარგულიყო, იმავე დღეს გადაატრიალებდნენ ყველაფერს”, - წერს ოთარ კახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)