|
2015-09-04 16:22:34, 3161 ნახვა
რეგიონი
საავტომობილო ხიდებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ყულიშწყარზე, კერძოდ წმ. გიორგის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, 39 – 39 კვ.მ ხიდებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ჯამური ღირებულება 4 998 ლარს შეადგენს. ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიხეილ ქვარაიას ინფორმაციით, წლების განმავლობაში ხიდები ამორტიზირებულ მდგომარეობაში იყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა ხიდებზე ბეტონის საფარის დაგება რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და არა მარტო ადგილობრივებისთვის გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული. „პრობლემის მოგვარებით 80–მდე ადგილობრივი მოსახლე და ათეულობით მრევლი ისარგებლებს, რადგან ეს ხიდები ტაძრისკენ მიმავალ გზაზეა“, – აღნიშნა შალვა ქვარაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)