16:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 23:45:02, 4236 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი - თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენას

თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენასაც, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად". როგორც მან აღნიშნა, ეს ორი საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

„ბოლო პერიოდია, ხშირად ისმის - ან კოვიდთან ბრძოლა ან ეკონომიკის გადარჩენა.  თუ ჩავუღრმავდებით და ანალიზს გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ იქ, სადაც კოვიდთან ბრძოლა ნაკლებად ეფექტური იყო, სადაც არის მაღალი სიკვდილიანობა და მაღალი ინფიცირება,  დროთა განმავლობაში ეკონომიკა იქ კიდევ უფრო ზარალდება. შესაბამისად, ამოცანა არის კოვიდთან ბრძოლა, მისი მაქსიმალურად შეკავება იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, წლის ბოლომდე, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან  მიიღებს 1,5 მილიარდ დოლარს.

 „ამ თანხებით შევავსებთ იმ დანაკლისს, რაც ბიუჯეტს აქვს შენელებული ეკონომიკიდან და შემცირებული გადასახადებიდან. აღნიშნული სახსრებით ფინანსდება ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ვგულისხმობ, სოციალური დახმარების პაკეტებს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ბიზნესის  სხვადასხვა სექტორის მხარდამჭერის პროგრამებს, მაგრამ სამომავლოდ, პასუხი კითხვაზე - საიდან უნდა მოვიტანოთ ფული? არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, იმ დინამიზმის ხელახლა შექმნა, რაც ქვეყანის ეკონომიკას ჰქონდა, მაგალითად, 2019 წელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics