18:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 14:30:46, 403 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხურვალეთს ეწვია

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს ზურაბ ვალიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ.

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით,  ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, რაც ასევე ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას“ - განაცხადა ბიორგე ბრენდემ და დასძინა, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა იქნას განხილული.

ვიზიტის ფარგლებში ბიორგე ბრენდე "ამბასადორიალი 2015"-ში მიიღებს მონაწილეობას და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics