15:01 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 13:29:38, 20775 ნახვა

ომი უკრაინაში
იმნაძე - შანსი არის ერთი, ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და არაფერი არ დაიკეტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ნიღაბს კვლავ ატარებს და სოციალურ დისტანციას დაიცავს, ქვეყანაში არაფერი არ დაიკეტება.

როგორც მან აღნიშნა, გარდაბნის მოსახლეობა გამოკვლევებზე მიდის და ეპიდემიოლოგებთან კარგად თანამშრომლობენ.

„ჯერჯერობით, ძალიან კარგად თანამშრომლობს მოსახლეობა. იცით, რომ ჩვენი ჯგუფები იქ მუშაობენ და კარგია მოსახლეობის გამოძახილი - მოდიან ადამიანები, იკვლევენ. თუ არავითარი პრობლემა არ იქნება მოსახლეობის მასობრივ კვლევებთან დაკავშირებით, არ გახდება საჭირო არავითარი რეჟიმის გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, ყველა ადამიანმა უმარტივესი წესები დაიცვას, რაც დარჩა. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად ძალიან ცოტა დარჩა ისეთი გაუხსნელი ბიზნესები ქვეყანაში, აგერ ქორწილებიც არის უკვე დაშვებული, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება.

შანსი არის ერთი, ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, მაშინ არაფერი არ დაიკეტება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics