|
2020-07-21 12:10:20, 4900 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის ძალებმა სომხეთის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
აზერბაიჯანის თავდაცვის ძალებმა სომეთის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყება ავრცელებს. უწყების ინფორმაიით, სომხეთის ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები ცდილობდნენ, რომ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე სადაზვერვო ფრენები განეხორციელებინათ, რაც ქვეყნის საჰაერო თავდაცცვის სისტემამ გაანადგურა. თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ დღე-ღამეში სომხეთის რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 62-ჯერ დაარღვია და ქვეყნის სამხედროებმა გამოიყენა სნაიპერული შაშხანები ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებებზე. რაც შეეხება სომხეთის პოზიციას, ერევანში ამბობე, რომ აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჯიმი 17-ჯერ დაარღვია და სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის მხრიდან 183 გასროლა განხორციელდა. როგორც სომხეთი თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, სომხეთის შეიარაღებული ძალები თავშეკავებას იჩენენ და მხოლოდ მაშინ რეაგირებენ, როდესაც მოწინააღმდეგე ცეცხლს უხსნის.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)