16:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 20:35:08, 4600 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციას, სომხეთისათვის იარაღის მიწოდებას საქართველოს გავლით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანული მედია დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და უარყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ინფორმაცია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის დაძაბვას ემსახურებოდა.

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ  გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული,  თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა, არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას“ , - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ, Haqqin.az-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთს საბრძოლო იარაღი საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდა. გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო იარაღები სომხეთს რუსეთმა საქართველოს გზით მიაწოდა, რამაც ბაქოში ძალიან დიდი არეულობა და გაუგებრობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics