01:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 13:11:50, 2851 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება

ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხარისხის მუდმივი კონტროლია.

შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად, 2020 წლის დასაწყისში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში მნიშვნელოვანი  ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმდება,  რაც განსაზღვრავს პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროცესების მიუხედავად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში არ შეფერხებულა ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობა. კერძოდ:

•             მიმდინარე წლის 6 თვეში საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა   ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 175 კომპანიაში. სულ აღებული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა  13 კომპანიას.

•             საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით,  ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ჩატარდა 118 დეგუსტაცია. სულ წარმოდგენილი იყო 4131 ნიმუში, მათგან უარყოფითად მხოლოდ 202 შეფასდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics