16:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 12:55:52, 4423 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოების წინაშე წარსდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით.

„პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წელს საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ვერ შეძლო „ქართული ოცნების" წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, გვექნება საშუალება, ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე.

ჩვენს ქვეყანას წინ ელის მნიშვნელოვანი არჩევნები. „ქართული ოცნება", როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას. „ქართული ოცნება" საზოგადოების წინაშე წარსდგება კარგად გააზრებული, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული საარჩევნო პროგრამით და იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის, „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს წინსვლასა და განვითარებას ალტერნატივა არა აქვს.

წარმატების მიღწევა შეუძლებელია ძლიერი გუნდისა და ძლიერი ლიდერის გარეშე. ჩვენი პარტია, მისი თითოეული წევრი, ამაყობს იმით რომ „ქართულ ოცნებას" ყავს გამორჩეული ლიდერი, უანგარო ქველმოქმედი და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა მოუტანა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დღეს ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics