16:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 12:39:08, 3352 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი მთავრობას: გააუქმეთ კარანტინი და დაუშვით რეგულარული ფრენები გამწვანებულ ქვეყნებში

 „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კადელაკი მთავრობას მოუწოდებს, გააუქმონ კარანტინი და აღადგინონ ფრენები ე.წ მწვანე ქვეყნებთან.

მისივე თქმით, ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში რეისების სიხშირე, მგზავრთა ნაკადი და კონკურენცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთა შეზღუდვით მთავრობა განზრახ იწვევს ბილეთების ასტრონომიულ გაძვირებას.

„სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა - ქართული ოცნების მთავრობამ განზრახ შექმნა ვითარება რომელშიც ქვეყანა დე ფაქტო დიდწილად მაინც დახურულია, ფრენები კი იქნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი. ინფორმაციამ იმის შესახებ რომ თბილისი-მიუნხენის რეგულარული რეისის განახლების შემდეგ ბილეთის ფასი 4,000-დან 7,100 ლარამდე მერყეობს საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

„ევროპული საქართველოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ამგვარი ვითარება ოცნების მთავრობის ორი მავნებლური ნაბიჯის შექმნის შედეგად შეიქმნა: 1. კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა: აირზენას და, განსაკუთრებით, ვიზეარს, რომლის რეგულარული ფრენების განახლებას უამრავი ადამიანი იმედის თვალით შეყურებდა, ფრენები გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე არაფორმალურად აუკრძალეს. 2. დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინის ძალაში დატოვება: ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში რეისების სიხშირე, მგზავრთა ნაკადი და კონკურენცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია რომელთა შეზღუდვით მთავრობა განზრახ იწვევს ბილეთების ასტრონომიულ გაძვირებას”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics