|
2020-07-17 15:22:46, 5911 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე სააკაშვილზე - მერამდენე წელია იმყოფება სამშობლოს მიღმა და გნებავთ, დავარცხნილი სიტყვებითა და მოთაფლული ენით ისაუბროს?
ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, მერამდენე წელია იმყოფება თავისი სამშობლოს მიღმა და გნებავთ, დავარცხნილი სიტყვებით, ტკბილი და მოთაფლული ენით ისაუბროს? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესში მონაწილეობას მიიღებს და კანონიერი გზით ხელისუფლებას შეცვლიან. „რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქვეყნიდან უსამართლოდ, შეთითხნილი ბრალდებებით ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, მერამდენე წელია იმყოფება თავისი სამშობლოს მიღმა და გნებავთ, დავარცხნილი სიტყვებით, ტკბილი და მოთაფლული ენით ისაუბროს? რასაც ამბობს, პირდაპირ და სწორად ამბობს. შეუძლია, კიდევ უფრო მკაცრად თქვას. ის ამბობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს და კანონიერი გზით ხელისუფლებას შევცვლით. ძალიან სასაცილოა, როცა გვეკითხებით, რომ ასეთი განცხადებები გეუხერხულებათ თუ არა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)