|
2020-07-16 18:45:37, 3624 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა
საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ლითონის ბადეები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. განახლებული სპორტული მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „სპორტული მოედნების მოწესრიგებას აქტიურად ვაგრძელებთ. სპორტული აქტივობების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვცდილობთ, ყველა უბანს ჰქონდეს კეთილმოწყობილი სპორტული სივრცეები. ამ ეტაპზე, მოედანი კიდევ ოთხ მისამართზე განახლდა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)