|
2020-07-16 13:03:41, 4435 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ხორბალი 4000 ჰექტარ მიწის ფართობზეა დათესილი. 70-მდე ფერმერი წელს საშუალოდ 8 000 ტონა ხორბალს ელოდება. დღეს სოფელ დისველში, სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო. დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრა და მათ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით აქტიურად სარგებლობენ ბოლნისელი ფერმერები. აგრობარათის დარიგება ლიბერთი ბანკის ბოლნისის ფილიალში მიმდინარეობს. აგრობარათით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც 2500 კვადრატული მეტრიდან 10 ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობს. ,,დღეს სოფელ დისველში ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დავესწარით. წელს საგაზაფხულო სამუშაოები საკარანტინო მდგომარეობას დაემთხვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს ფერმერებს სავარგულების მოვლის პროცესში ხელი არ შეშლიათ. წელს 70-მდე ფერმერი საშუალოდ 9 000 ტონა ხორბლის მოსავალს ელოდება. ჩვენ ვცდილობთ ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში დავეხმაროთ, ამ მიმართულებით კი ცენტრალურ მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდიმარეობს ფერმერების მხარდაჭერისთვის აგრო ბარათების გაცემა, ამ პროექტით ჩვენმა ფერმერებმაც ისარგებლებს. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დახმაერება ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების განვითარებას ხელს უწყობს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)