|
2020-07-16 12:54:59, 3235 ნახვა
საზოგადოება
ეთგარ კერეთი და დათო ტურაშვილი - შემოქმედებითი წერა აქ.ახლა
„თიბისის“ Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 16 ივლისს 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მწერალ ეთგარ კერეთის სესიას თიბისის (https://www.facebook.com/tbcbank) და საბას (https://www.facebook.com/saba.com.ge) Facebook გვერდების დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება. ეთგარ კერეთი მსოფლიოში აღიარებული ისრაელელი მწერალია, რომელიც მოთხრობებით და გრაფიკული რომანებითაა ცნობილი, ის ასევე წერს სცენარებს ფილმებისთვის და სატელევიზიო გადაცემებისთვის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 45-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს მასშტაბით. ქართულ ენაზე ავტორი ორჯერ გამოიცა. 2007 წელს, გამომცემლობამ M Publishing პროზაული კრებული „ნებროთმა გარეკა“ გამოსცა, ხოლო 2015 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კრებული - „უეცრად კარზე აკაკუნებენ“, ორივე წიგნი თამარ ბაბუაძემ თარგმნა. სესიის - „შემოქმედებითი წერა - აქ.ახლა“ ფარგლებში, ეთგარ კერეთი ისაუბრებს წლების განმავლობაში გავლილი სამწერლო გზის, მკითხველებთან ურთიერთობის, მსოფლიოში მოგზაურობის და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც იზოლაციაში შეიცვალა და რამაც, მას როგორც ავტორს, სრულიად ახალია აღმოჩენების გაკეთების საშუალება მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)